ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრ - ჟალუზების კომპანია ,,დიო’’-ს 25 წლიანი ისტორია აქვს, ის ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე.
ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს.
პანდემიის პირობებში შეიქმნა ახალი პროდუქტები: სხვადასხვა სახის ტიხრები (სარეგისტრაციო თუ სალაროს დახლებისათვის), ავტომობილის სალონებისთვის, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია რომელიმე საჯარო თუ კერძო დაწესებულება ფუნქციონირებდეს.
პანდემიურ გამოწვევებზე კომპანია „დიოს“ დამფუძნებელს - ირმა დაუშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ვრცელი ინტერვიუს სახით გთავაზობთ.
როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
გლობალური პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა ადვილი არ არის მუშაობა. ნებისმიერი სფეროსა და ბიზნესს სექტორისათვის. ჩვენი კომპანიაც არ არის გამონაკლისი. ყველაზე რთული ის ემოციური ფონია, რომელიც ტრიალებს ირგვლივ.
გაზაფხულთან შედარებით, როცა პირველად დავდექით პანდემიის რეალობის წინაშე, ახლა უფრო მობილიზირებულები ვმუშაობთ. უფრო გავათვიცნობიერეთ პრობლემები და შესაბამისად გადაჭრის გზებიც გამოჩნდა.
ყველაზე რთულია განაგრძო მუშაობა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თანამშრომლებისთვის. ეს კი მენეჯმენტის ძალისხმევას ითხოვს. კერძოდ კი თითქმის ყოველდღიურად მუშაობა თანამშრომლებთან და მათი დარწმუნება, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რაც დაადგინა კომპანიამ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამისთვის კომპანიამ შეიმუშავა მოქმედების მკაცრი გეგმა და თვითოეული თანამშრომელი ვალდებულია ამ წესებს დაემორჩილოს. თითქმის ყოველ დილით იგზავნება შემახსენებელი სმს კოვიდ უსაფრხოების წესებზე.
გაკეთდა სპეციალური სამუშაო გრაფიკი, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა უსაფრთხო მუშაობას, როგორც ოფისში ასევე საწარმოში.
ასეთი მუშაობის გრაფიკი საშუალებას გვაძლევს დავიცვათ აუცილებელი დისტანცია და ერთდროული დაინფიცირებისგან დავიცვათ კომპანიის თანამშრომლები, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო პროცესის პარალიზება.
ამ ყველაფერს კი კოორდინაციას უწევს ოპერატიული შტაბი, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი - თამაზ დაუშვილი ხელმძღვანელობს. მან უდიდესი ენერგია და შრომა ჩადო, რომ კომპანიამ შეუფერხებლივ იმუშაოს.
როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?
ჩვენ შევძელით სწრაფად ადაპტირება მიმდინარე მოვლენებთან, რამაც საშუალება მოგვცა საკმაოდ ეფექტურად გაგვეგრძელებინა მუშაობა. არ შევჩერებულიყავით და მომხმარებლისთვის შეუფერხებლივ მიგვეწოდებინა პროდუქცია. ასევე შეიქმნა ახალი პროდუქტები, რომელიც აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, სხვადსხვა სახის ტიხრები სარეგისტრაციო თუ სალაროს დახლებისათვის, ავტომობილის სალონებისთვის და სხვა. ასეთი პროდუქტების დამატებით ჩვენ საშუალება მოგვეცა არ შევფერხებულიყავით, სანან ჩვენს ძირითად პროდუქციაზე ისევ გაიზრდებოდა მოთხოვნა.
დავნერგეთ რამდენიმე სიახლე - ერთ-ერთია ახალი კამპანია, რომელსაც ,,საიმედო რეკომენდაციები’’ ქვია და სულ მალე იხილავს მომხმარებელი ,,დიო’’-ს დიჯითალ არხებში. რეგულაციებიდან გამომდინარე, დამკვეთს შოუ რუმში ფიზიკურად ვერ ვიღებთ, ამიტომ დაინტერესებულ პირებს დისტანციურად ვუმასპინძლებთ და ვიდეო ვლოგებით მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თუ რა უნდა გაითვალიწინოს და როგორც შეარჩიოს მაგალითად: კარ-ფანჯარა, ჟალუზი, მწერებისაგან დამცავი ბადე, ტენტი, პერგოლა თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ.
მომხმარებელი ყოველი პროდუქტის ნახვას დინამიკაში შეძლებს, ყველა პროდუქტის მახასიათებელზე ამომწურავად მიიღებს ჩვენგან ინფორმაციას. ასე მომხმარებელი შეძლებს შინიდან გაუსვლელად მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია და შეუკვეთოს დიო-ში მისთვის სასურველი პროდუქტი.
ვფიქრობთ, რომ ასეთი ინოვაციური მიდგომა კიდევ უფრო აამაღლებს ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტების მახასიათებლებზე ცნობადობას, ინფორმირებული მომხმარებელი კი მუდამ ხარისხიანს შეარჩევს. ასევე იგეგმება სხვა ახალი სერვისებისა და კამპანიების დამატება. უწყვეტ რეჟიმში მივილტვით განვითარებისკენ, მუდმივად ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე, გვაქვს მათთან უკუკავშირი, გვესმის რა სურთ და რას ელოდებიან ჩვენი ბრენდისგან.
წლევანდელ წელს შეიძლება მნიშვნელოვანი ზრდა არ გვქონდეს, მაგრამ არ გვექნება კლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ დაძაბულ პერიოდში მნიშვნელოვანია კომპანიამ შეძლოს სწრაფი ადაპტირება მიმდინარე მოვლენებთან. არ შეწყვიტოს ზრუნვა მომხმარებელსა და თანამშრომლებზე. გუნდის ერთიანობა არის უპირველისი გარანტი წარმატებული მუშაობის.
რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?
განსაკუთრებული პრობლემა არის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დაწესდა, მაგ. ტრანსპორტის შეჩერება, გადაადგილების შეზღუდვა. გვიჭირს თანამშრომელთა ტრანსპორტირება. ზოგი მათგანი დადის თბილისის შემოგარენიდან და მათი გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე გარკვეულად აფერხებს ჩენს სამუშაო პროცესს (ხშირია შემთხვევები, რომ რეგიონებში გვაქვს მიწოდება და შეიძლება ვერ მოვასწროთ უკან დროული დაბრუნება).
ვალუტის კურსის ასეთი დევალვაცია პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენს მუშაობაზე. ბევრი პროექტი ჩერდება და შესაბამისად ჩვენი გაყიდვებიც მცირდება. ასევე პანდემიის პერიოდი ცუდად აისახა საამშენებლო სექტორზე და ჩვენი გაყიდვები კი ამ სექტორის ზრდასა განვითარებაზეა დამოკიდებული.
როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
ვფირობ კოვიდის შემდგომ გარკვეული შეფერხებები კვლავ იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარია ეროვნული ვალუტის კურსის რყევის შეჩერებაა, რომ არ მივიდეს ისეთ ნიშნულთან, რომელიც პრაქტიკულად მოკლავს ქართულ ეკონომიკას. ახლა ყველაზე მთავრია ქმედითი ღონისძიებები განხორციელდეს ამ მიმართულებით და უნდა გაკეთდეს გონივრული შეღავათები ბიზნესის ყველა სფეროში.
როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?
ვფიქრობ „დიო“ გამოირჩევა ყველა სხვა კომპანიებისგან თავისი საიმედოობითა და სტაბილურობით. ეს კი შესაძლებელი გახდა მუდმივად განვითარების ორიენტირებით. როგორც პროდუქციის სიახლის თვალსაზრისით ასევე პროფესინალური პერსონალის მეშვეობით, გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ დავნერგეთ ბაზარზე მომსახურებისა და პროდუქციის წარმოების ევროპული სტანდარტი. 25 წელია ჩვენ არ გადაგვიხვევია მთავარი პრინციპისითვის მიაწოდო მომხმარებელს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტენდენციების პროდუქცია და ვიზრუნოთ მათი პრობლემებისა თუ სურვილების მაქსიმალურად მორგებაზე. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი - რაც შევძელით, რომ განგვეხორცილებინა.
როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?
საერთოდ საქართველოში ძნელია დაგეგმო და განახორციელო გრძელვადიოანი გეგმები. ზოგადად ყველასთვის გართულდა covid-19 ის ეპოქაში გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. სიტუაციამ მოკლევადიანი გეგმებზე გადაგვიყვანა და სწრაფი ადაპტაცია გამოგვიმუშავდა.
ცხოვრება გრძელდება და ვიმედოვნებ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენი კომპანიაც შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას, რომელიც წარმოების გაზრდას გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით.
მჯერა 2021 წელში “დიო” განახორციელებს ბევრ განსხვავებულ და საინტერესო პროექტს, რომლებიც თავად დაარწმუნებს მომხმარებლებს, რომ “დიო”-ს ხარისხს უცვლელია.
コメント