top of page

#She’s Next საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამა

Updated: Sep 4, 2020

ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ციფრული გადახდების ლიდერ კომპანია Visa-სთან პარტნიორობით გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაში “She's Next Empowered by Visa” მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც უკვე მართავს საკუთარ ბიზნესს ან სურს დაკავდეს სამეწარმეო საქმიანობით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების მეწარმეობას საქართველოში, მათთვის თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებით. დაგეგმილი ვებინარების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ სიღრმისეულად გაეცნოთ ბიზნესის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

• ლიდერობა და მართვა; • პიროვნული განვითარება; • გაყიდვები და მოლაპარაკებები;

• კრიზისის მენეჯმენტი და ა.შ. პროგრამას გაუძღვებიან საქართველოში მოქმედი წამყვანი ტრენერები.

#She’sNext-ის ოთხ საგანმანათლებლო ვებინარზე წარმატებული ქალები, სფეროს ექსპერტები და სამოტივაციო სპიკერები გაგაცნობენ ბიზნესის განვითარების ახალ მიდგომებს, მოგცემენ პრაქტიკულ რჩევებს თქვენი მიმდინარე პროექტების გაფართოებისა და ახალი ბიზნესის წამოსაწყებად.

პროგრამა ხორციელდება ონლაინ - 2020 წლის 7-28 სექტემბრის პერიოდში, ვებინარების ფორმატში, პროგრამა ZOOM-ის საშუალებით და არის უფასო.

პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სამუშაო ენა : ქართული; მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1VTbHumZ-LAYJBRplRKr-IwvOzIGyi0z6U8nkyEx2Jq0/viewform?edit_requested=true • ამ ფორმის შევსებით, თქვენ თანხმობას გამოთქვამთ, რომ თქვენს მიერ შევსებული პერსონალური მონაცემები შეინახება ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მონაცემთა ბაზაში. • კომპანია და ყოველი თანამშრომელი პასუხს აგებს მომხმარებლის კონფიდენციალურობის და პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე და უზრუნველყოფს მესამე პირებისთვის ინფორმაციის გაუცემლობას.








Comments


bottom of page