2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით სადაზღვევო საბროკერო კომპანია Willis Towers Watson-ის (უილის თაუერს უოთსონი) საქართველოს წარმომადგენლობა სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია და მოზიდული პრემიითა და საბროკერო კომისიით პირველ ადგილზეა.
Willis Towers Watson წამყვანი გლობალური საკონსულტაციო, საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანიაა, რომელსაც ამჟამად 140-ზე მეტ ქვეყანაში 40 000 თანამშრომელი ჰყავს და 100 წელზე მეტია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს, მათ შორის, საქართველოში 10 წლიანი გამოცდილებით. კომპანია კლიენტებს სადაზღვევო სფეროში მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს საბროკერო, თუ საკონსულტაციო მიმართულებით. მათ საქმიანობაში არა მხოლოდ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სპეციფიკური რისკების განთავსება, არამედ მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომსახურების მონიტორინგი შედის.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სადაზღვევო საბროკერო კომპანიების რეიტინგების სტატისტიკის შესახებ პირველად გამოქვეყნდა და მასში პირველ ადგილს Willis Towers Watson იკავებს.
ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ იხილეთ მითითებულ ბმულზე https://bit.ly/2RRnJE9
Commentaires