HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა „HR ბიზნეს სამიტი 2020“ გაიმართა.
სამიტის მთავარი თემა covid-19-ის პანდემიის გავლენის ფონზე გამოწვეული ცვლილებები იყო. ფორუმზე 11- მა სპიკერმა ბიზნეს სამიტის სტუმრებს დაზღვევისა და რისკების მართვის კომპონენტში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
სამიტზე, პსპ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა-სოფიო ლებანიძემ HR ბიზნეს სამიტი 2020 - ის პირველი დარეგისტრირებული მონაწილე გამოავლინა და დააჯილდოვა ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი და HR საკონსულტაციო კომპანიის best business solution-ის დამფუძნებელი - ანა მიქელაძე.
HR ბიზნეს სამიტი წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და ორგანიზატორები მომავალ წელს, კიდევ უფრო მასშტაბური ღონიძიების ჩატარებას გეგმავენ.
Comments