2020 წლის 15 ივლისს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. 2019 წლის მაისიდან, ფედერაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ჩართულია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ბიზნეს კომპონენტის განხორციელებაში, რომლის ძირითადი მიზანია კერძო სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაცია და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში.
ღონისძიებას ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე უძღვებოდა. შეხვედრა პირველი ნაწილში, ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერმა კომპანიებმა ისაუბრეს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროექტის ბენეფიციარმა ქალებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებმა ისაუბრეს პროექტის შედეგად მიღებულ ბიზნეს სარგებელზე.
შეხვედრაზე ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერმა კომპანიებმა გააჟღერეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი ახალი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც ფედერაციის ჩართულობით დაიწყება უახლოს მომავალში.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, მომზადდა ბროშურა „ქალი & ბიზნესი“, სადაც უფრო ვრცლად წარმოდგენილია პროექტის შედეგების შესახებ.
წლის ბოლოს, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ფართო აუდიტორიისთვის წარადგენს პროექტის წლიურ ანგარიშსს.
ღონისძიება გაიმართა ნორვეგიის საგარე საქმეთა სამისნიტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ბიზნესლიდერთა ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ატელიეს “სომა” სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული პირბადეებისთვის.
Comments