top of page

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

25 მარტს ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიური კონკურსის "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები არიან ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებულები „კრისტალი“, „ჯეპრა“ და „აჭარა ჯგუფი“ გახდნენ.


„ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.


„ათასწლეულის ფონდმა“ კონკურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა და ის მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კამპანიის მიერ ინიცირებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში.


ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსში მონაწილე კომპანიები, საქართველოს პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.


ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა





Comments


bottom of page