top of page

ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად შეგვიქმნან მოლოდინები

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე ბიზნეს სექტორში გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს და ამ ვითარებაში ერთ-ერთ გამოსავლად ბიზნესისათვის სწორი მოლოდინების შექმნაზე საუბრობს.


„ქართული ბიზნესი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. ძალინ დიდ მნიშვნელობა აქვს რომ სწორად შეგვიქმნან მოლოდინები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როცა ვიტყვით რომ დღეს ვიხსნებით ან ვიხურებით, მითითებული თარიღი იყოს შეუცვლელი. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან და ეს მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიზნესთან თანამშრომლობს. ყველაზე მეტად დღეს ამ ვითარებით სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება, რადგან ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი შემავსებელია თავისი გადასახადებით“.


ბიზნესლიდერთა ფედერაცია 70 - მდე კომპანიას აერთიანებს და გამოიკვეთა, რომ თითოეული ბიზნესის პანდემიური პრობლემები განსხვავებულია, მათ შორის ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოლოდინის რეჟიმშია.


„ტურიზმის სექტორი სესხების გადავადების და სუბსიდირების პირობების მოლოდინის რეჟიმშია. იმედს ვიტოვებთ რომ 1 თებერვლიდან, ეკონომიკის გახსნათან ერთად ტურისტული სექტორის გახსნის გონივრულ გეგმას მივიღებთ, რომელიც გადაარჩენს ამ სექტორს. ტურისტულ სექტორში ჩართული ბევრი კომპანია გვყავს ფედერაციაში და ყველაზე მეტად მათ შეეხოთ ეს კრიზისი. სამწუხაროა, რომ ყველაზე უფრო მზარდი ტურისტული სფეროს გაჩერებამ, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესის გაჩერება გამოიწვია ჯაჭვური რეაქციით და შესაბამისად სასტუმროს სექტორი დაზარალდა, რომელიც უშუალოდ ტურიზმთან არის დაკავშირებული“.


ფედერაცია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაციაში, თუმცა ზარალი, რომელსაც ბიზნესი განიცდის ძალიან დიდია და სახელმწიფო, მიუხედავად იმისა რომ ბიზნესისთვის ხელშეწყობის არაერთ პროგრამას ანხორციელებს, მაინც დიდი დრო იქნება საჭირო რომ პანდემიურ კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს ბინზესი.


„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნეს სექტორისთვის, თუმცა ყველაზე ლოგიკური ამ შემთხვევაში საგადასახადო შეღავათების სწორი ციკლის განხორციელება იქნება, იქამდე სანამ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს საიდანაც დავიწყეთ, ამაზე სექტორულად აქტიურად ვმუშაობთ. ბიზნესისთვის ასევე დიდი შეღავათი იქნება იმ რთული, მარეგულირებელ ნორმებზე საშეღავათო პროცესების განცორციელება, რომელიც ბევრს ბიზნესს ტვირთად აწევს და პანდემიურ კრიზისებს კიდევ უფრო რთულად გადასატანს ხდის “.


ფედერაციის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იურიდიულ და სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევბზე და აღნიშნა, რომ იურიდიული და სადაზღვევო კომპანიებიც, ანალოგიურ შემცირებებს განიცდიან, რასაც ვალუტის კურსისს ცვლილებით გამოწვეული ბიზნესს პროცესების არასტაბილურობის და არაპროგნოზირებადობის განსაზღვრა ემატება, გარდა ამისა დენის ფასების ზრდაც ართულებს სიტუაციას.


„იურიდიულ სფეროზე უარყოფით გავლენას ახდენს გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რომელიც ბიზნესისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აფერხებს. სადაზღვეო და სხვა ფინანსური სექტორისთვის გამოიკვეთა დებიტორული დავალიანების პროცესები, როდესაც მომხმარებელებს ფინანასური პრობლემების გამო აღარ შეეძლოთ დავალიენებების ან საბანკო ვალდებულებების გადახდა“.



Comments


bottom of page