top of page

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს რაჭაში უმასპინძლა

ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ამერიკელ დიპლომატებს რაჭაში უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, მათ მოინახულეს ნიკორწმინდის ეკლესია, ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კურორტი შოვი - სადაც მათ ადგილობრივმა მეწარმემ უმასპინძლა, გააცნო ადგილობრივი ვაზის ჯიშები, რაჭული ფოლკლორი და კურორტ შოვის უნიკალური ბუნებრივი რესურსები.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრები და ამერიკელი დიპლომატები, ასევე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მათ ისეთი გამორჩეული ქართველი მხატვრების უნიკალური კოლექციები დაათვალიერეს როგორებიცაა: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ავთო ვარაზი, ქეთევან მაღალაღვილი და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები რაჭაში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით „მარგველიძეების მარან“-საც ესტუმრნენ.

ფედერაცია სამომავლოდ კიდევ გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსგავსი ტიპის აქტივობებს, მათი პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიზნით.




Comments


bottom of page