1 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრების დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ოფიციალური ნაწილი, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის ორი ახალი წევრი - „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე“ წარუდგინა. ახალმა წევრებმა შეკრებილ აუდიტორიას თავიანთი კომპანიების საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ფედერაციის წევრობის ფარგლებში საინტერესო ინიციატივები დააანონსეს.
დახურულ შეხვედრაზე წევრებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობები და ფედერაციის სამომავლო გეგმები და პროექტები განიხილეს.
Comentários