2020 წლის 24 ივლისს, სასტუმროში "თბილისი მერიოტი" ბინზესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ წევრების დახურულ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც ფედერაციაში მიმდინარე ცვლილებებს და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებს, ასევე ახალ წევრ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს. წევრებმა არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს პანდემიის პერიოდში კრიზის მენეჯმენტის გამოცდილება გაუზიარეს და ასევე ბიზნესსაქმიანობის ციფრულ რეჟიმში ფუნქციონირების პერსპექტივები განიხილეს.
ფედერაცია მადლობას უხდის წევრ კომპანიას „თბილისი მერიოტს“ მასპინძლობისათვის
Comments