top of page

გალერეა 27 გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კომპანია “გალერეა 27“ - ნინო ყვავილაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები კომპანიებს ეხმარება, არსებული პოლიტიკა და პროგრამები მოარგონ ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს ან, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავონ ახალი პოლიტიკა და პროგრამები.

"WEPs-ზე ხელის მოწერით, “გალერეა 27” გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს ქალთა აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკაში და თავისმხრივ წვლილი შეიტანოს მათ ეკონომიკურ გაძლიერებაში" - ნინო ყვავილაშვილი - გალერეა 27-ის დამფუძნებელი

აღნიშნულ გლობალურ ინიციატივაში მონაწილეობით, “გალერეა 27” აქტიურად განაგრძობს კომპანიაში გენდერული თანასწორობის დაცვას და ქალთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივების გზით.


Comments


bottom of page