30 ივნისს, ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის “ და საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პარტნიორობით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა - ქეთევან ხიშტოვანმა ქალებისთვის უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები და დერმატოსკოპიული გამოკვლევები ჩაატარა. აღნიშნული სერვისით, 30-მდე ქალმა ისარგებლა. უფასო კონსულტაციის გარდა, თითოეული პაციენტს საჩუქრად გადაეცა:
საზაფხულო თავის მოვლის საშუალებები;
ფასდაკლებები სხვადასხვა სახის ამბულატორიულ მომსახურებებზე;
ფასდაკლების ვაუჩერები სხეულის კორექციის პროცედურებზე.
„საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ქალების სიძლიერეზე, ჯანმრთელობასა და მათ წარმატებაზე ზრუნავს, სწორედ ამიტომ უფასო დერმატოლოგიური გამოკვლევები ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის პარტნიორობით განვახორციელეთ. ამ აქციის მთავარი მიზანი გახლდათ, რომ თითოეულ დაინტერესებულ ქალს ჰქონოდა შესაძლებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები ჩაეტარებინა“ - განაცხადა ქეთევან ხიშტოვანმა
Comments