ნინა კობახიძე ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტელეკოპანია პირველის „დღის ამბებში“ COVID-19-ის ზეგავლენას აფასებს ბიზნეს სექტორზე.
მისი თქმით ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, რადგან მთლიანად სამედიცინო ბიზნესზე გადაირა პანდემიამ და გასაანალიზებელია თუ რა რესურსები აქვს დღეს ჯანდაცვის სექტორს, რამდენად პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული სისტემა.
„გამოჩდა რომ საქართელოს სამედიცინო სისტემამ შეძლო და მართა ეს პანდემია! 5000 -1000 ადამიანის მართვას საქართველოს სამედიცინო სისტემა უპრობლემოდ შეძლებდა, მაგრამ დღეს ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, სამედიცინო სიტემამ უნდა იცოდეს რა პოლიტიკით გაგრძელდება, როგორი იქნება სახელმწიფოს მიდგომა კერძო სამედიცინო სისტემაზე, გაჩნდება თუ არა კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობა საყოველთაო დაზღვევის კომპონენტში, მოქალაქეებს მიეცემათ თუ არა საშუალება რომ გაიუმჯობესონ და უკეთესი სამედიცინო დაზღვევის პაკეტები შეიძინონ საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად კოლაბორაციით - ბევრი კითხვა და მოლოდინები გვაქვს, რომ 8 წლის თავზე საყოველთაო ჯანდაცვა უნდა გადავიდეს იმ პრინციპზე, როდესაც მოწყვლადი ჯგუფები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი, ხოლო ადამიანები ვისაც აქვს შესაძლებლობა კერძო დაზღვევით გაიუმჯობესოს საკუთარი სამედიცინო საჭირობები, უნდა დაკმაყოფილდნენ “.
მისი თქმით COVID-19 მედიკამენტებზე, სტომატოლოგიურ სერვისებზე - ზოგადად სამედიცინო მომსახურებაზე ფასის ზრდას გამოიწვევს რომელიც ასიახება ჩვენს მოქალაქეებზე.
„სახელმწიფო როგორც კი დაასრულებს COVID-19-თან ბრძოლას, კერძო სექტორთან ერთად უნდა გაანალიზოს მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველო რა ტიპის სამედიცინო დაცვას შესთავაზებს თავის მოქალაქეებს და როგორ ვიქნებით წარმოდგენილნი“ - განაცხადა „გლობალ ფენეფიტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ
Comentários