top of page

თეა ადუაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის ახალი წევრია

საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ს და ქალ აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის ხელმძღვანელი თეა ადუაშვილი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ახალი წევრი გახდა.


თეამ უმაღლესი ეკონომიკური განათლება საქართველოში მიიღო, 2010 წლიდან დღემდე სერტიფიცირებული აუდიტორია. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო სასერთიფიკატო ტრენინგი საგადასახადო, ფინანსურ და აუდიტორულ საკითხებში.


დიდი და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს: 1990-1991 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კადრების სამმართველოში მუშაობდა; 1996-2004 წლებში შემოსავლების სამსახურში (საგადასახადო ინსპექცია); 2006-2008 წწ შპს „ბალანსი“-ს დირექტორი გახლდათ, ხოლო 2009-2010 წწ ABG Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი.

თეა 2009 წლიდან აიპი-საქველმოქმედო ქალთა ფონდის „ქალები მომავლისათვის“ პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია; 2011-2012 წწ იკავებდა საგადასახადო ალტერნატიული აუდიტორის თანამდებობას, ხოლო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია; 2018 წლიდან საქართველოს მეწარმე ქალთა საბჭოს ბორდის წევრი ხოლო 2020 წლიდან დღემდე აიპი - საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია.


ცხოვრების მთავარ მიღწევად, ოთხი შვილის დედობა და ახლა უკვე ოთხი შვილიშვილის ბებიობასთან ერთად კარიერული მიზნების განხორციელება მიაჩნია.


„მოხარული ვარ, რომ ჩემი კომპანიის სახელით შემოვუერთი ბიზნესლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“, ჩემთვის დიდი პატივია, თუ მცირე წვლილს მაინც შევიტან ქალთა გაძლიერების კუთხით! ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა უფრო მეტი ძლიერი და წარმატებული ქალი ჰყავდეს ბიზნესში, პოლიტიკაში და მმართველ თანამდებობებზე. ამას დიდი შრომა და ხელშეწყობა სჭირდება. ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქალთა გაძლიერებისთვის!“ - განაცხადა თეა ადუაშვილმა






Comments


bottom of page