პანდემის პირობებში, გადარჩენის მიზნით თუ მიმზიდველი კონკურენტული პოზიციის შესაქმნელად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად კომპანიებმა თავიან საქმიანობაში კრეატიული მიდგომები უნდა ჩართონ. ამის შესახებ ბიზნეს და კარიერული განვითარების ქოუჩმა, ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, "კავკასიის გენეტიკის" დამფუძნებელმა თამარ ყაჭაშვილმა განაცხადა.
მისი აზრით, გადარჩენის მიზნით ორგანიზაციებს სჭირდებათ ინოვაცია, ახალი ბაზრების განვითარება, ახალი გადაწყვეტილებების პოვნა და ახალი იდეები. შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს შემოქმედებითი გარემოს შექმნა მთელი გუნდისთვის და თითოეული თანამშრომლის სტიმლირება.
როგორც თამარ ყაჭაშვილი მიიჩნევს, შემოქმედებითობა წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიების ორგანიზაცული კულტურის ნაწილს უნდა გახდეს წარმოადგენდეს და ხაზს უსვავს ამ პროცესში ქოუჩინგის შესაძლებლობების გამოყენებას, როგორც ეფექტურ ინსტრუმენტს, რაც არსებითად აუმჯობესებს კრეატიულობისა და შესაბამისად, მიღწეული შედეგების ხარისხს, კომპანიებისთვის .
„ქოუჩინგი ეხმარება ადამიანებს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გაცნობიერებაში და ეფექტიანად რეალიზებაში. ამ ინსტრუმენტის გამოყენება კომპანიებს ასევე დაეხმარება გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების პოვნაში, რადგან მნიშვნელოვანია სტაგნაციის თავისდან აცილება და საკითხის ახალი პერსპექტივიდან დანახვა. კრეატიულობაც სწორედ ამას გულისხმობს - შეძლონ ბიზნესებმა რისკების აღქმა, აღმოაჩინონ პრობლემაში უნიკალური შესაძლებლობა, დაამსხვრიონ შაბლონები და შექმნან განსხვავებული და ღირებული პროდუქტი.“ - აღნიშნა თამარ ყაჭაშვილმა.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PwC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პანდემიის პირობებში, საქართველოში, ბიზნეს-კომპანიები ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დადგნენ, მათ შორის არის, მოთხოვნისშემცირება, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია კლიენტების მხრიდან დაგვიანებული გადახდები და შესაბამისად, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა. პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა.
Comments