2018 წლის 16 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის დარგში, ქ-ნ მერი როისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრის ნინო ყვავილაშვილის „გალერეა 27“-ს ესტუმრა, სადაც დაათვალიერა ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები.
„გალერეა 27“ 2013 წელს შეიქმნა, სადაც ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვანი არჩევანია - აბრეშუმზე შესრულებული დეკორატიული პანოები, ხელით მოხატული თავსაფრები , ქუილთის ტექნიკით შესრულებული დეკორატიული ბალიშის პირები და ჩანთები, თექის თავსაფრები და სათამაშოები, ასევე ხის სათამაშოები და ჩარჩოები, აქსესუარები, სამკაული - მინანქრის ტექნიკით შესრულებული და ასევე მძივებით აწყობილი, მოხატული კერამიკა და კიდევ სხვა მრავალი ნივთი.
Comments