top of page

საინფორმაციო შეხვედრა CIDA-სთან

2018 წლის 18 სექტემბერს, სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA-სა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ შორის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის ფარგლებში ფედერაციის წევრები გაეცნენ არსებულ პლატფორმებს და „ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების“ სამუშაო ჯგუფის კონცეფციას.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქალთა გაძლიერების პრინციპებსა და კომპანიისათვის აღნიშნული პრინციპების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.


ფედერაციის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანების პროცედურებს.





Comments


bottom of page