ქეთევან გოგილაშვილი - ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ქეთევანი მანამდე ფედერაციის ჯანდაცვისა და მედიცინის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, იგი ფედერაციას 2019 წელს შემოუერთდა.
ქეთევანი ასევე გახლავთ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი; სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პარლამენტის დელეგატი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის - თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის (WDW) აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
“სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა ჩემთვის დიდი პატივია და ყოველთვის ვცდილობ, თითოეულ მათგანში ჩემი, როგორც ერთი ქართველი სტომატოლოგის მოკრძალებული წვლილი შევიტანო” -აღნიშნავს ქეთევან გოგილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესლიდერთა ფედერაცია 70-მდე ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს, რომლის მთავარი მიზანია ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერება, იდეის „ქალები ბიზნესლიდერებად“ ხელშეწყობა, რეგიონში ქალ ბიზნესლიდერთა მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობა, ქალ ბიზნესლიდერთა განვითარების და წინსვლის ხელშეწყობა და მათი პროფესიული მიზნების მხარდაჭერა.
Comments