ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის მმართველობაში გადავიდა. Ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, Პირველი მასშტაბური შეხვედრა რეგიონში წამყვან კომპანიებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა.
Შეხვედრა პანელური დისკუსიისა და ბიზნეს ვახშმის ფორმატში წარიმართა და მისი მიზანი უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
საღამოს ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, თამარ კერძაია წარუძღვა, რომელმაც სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი ხედვები გააცნო და აქცენტი ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთა. მისი თქმით, Unik-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის მოთხოვნადი დღეს დასაქმების ბაზარზე:
„პანელური დისკუსიის მიზანი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისაგან იმ გამოწვევების მოსმენაა, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზეა რეგიონის მასშტაბით. გვინდა მათგან გავიგოთ, თუ როგორი ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულს ისურვებდნენ თავიანთ კომპანიებში“, - ამბობს თამარ კერძაია.
პანელური დისკუსია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გახსნა. გუბერნატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქუთაისისის უნივერსიტეტს და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. იგივე სულისკვეთება გაიზიარა ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა.
საღამოს მიწურულს, ბიზნეს ვახშმის პარალელურად, უნივერსიტეტმა ახალ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმები გააფორმა.
Comments