2018 წლის 12 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის დარგში, ქ-ნ მერი როისსა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის, რომლებიც ამერიკული სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები არიან, შეხვედრა გაიმართა.
„მეგობრული შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ბიზნესში ქალის როლის გაძლიერების აუცილებლობაზე, სამომავლო თანამშრომლობასა და ქართველი ახალგაზრდებისათვის ამერიკული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე“ - აღნიშნა ფედერაციის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდგომ
Comments